თამარ გაბუნია - ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი, 6000-ზე მეტი პირია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალურ და პირველადი ჯანდაცვის სფეროებზე დატვირთვა შემცირდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 6000-ზე მეტი პირი, თუმცა აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობა შემცირდა.

,,საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება 365 ადამიანი და 6000-ზე ოდნავ მეტი პირია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, მაგრამ ზოგადად მცირედი შემსუბუქება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით შეინიშნება, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, რადგან საერთო რაოდენობა აქტიური შემთხვევებისა შემცირდა და 33000 აქტიური შემთხვევაა დილის მდგომარეობით ქვეყანაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს