თამარ გაბუნია - ტესტების ჩატარების პრაქტიკა არანაირად არ შეჩერებულა - რაც შეეხება, მანიპულირების მცდელობას, ეს ყველაფერი სრულიად სპეკულაციური განცხადებაა

ტესტების ჩატარების პრაქტიკა არანაირად არ შეჩერებულა. ჩვენ კონკრეტულ ფიზიკურ პირზე ვსაუბრობთ, რომელიც ვერსად ვერ დაიმალება, რაც არ უნდა მანიპულირების სურვილი ჰქონდეს რომელიმე უწყებას, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც 2 კვირის წინ ბევრად მაღალი ტესტირების მაჩვენებელი დღეს შემცირებულია.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე სრულიად სპეკულაციური განცხადებები კეთდება.

“32 000 ტესტი ჩატარდა ამ დილით, იმავე მაჩვენებელზეა გაჩერებული ბოლო პერიოდის განმავლობაში. ტესტების ჩატარების პრაქტიკა არანაირად არ შეჩერებულა. რაც შეეხება, მანიპულირების მცდელობას, ეს ყველაფერი სრულიად სპეკულაციური განცხადებაა, რადგანაც ძალიან მარტივია იმის ახსნა და დადასტურება, თუ რეალურად რამდენ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ამაზე მიუთითებს დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია, ამაზე მიუთითებს ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების შემცირება.

დღეს 2 000-ზე მეტი თავისუფალი საწოლია, ამდენად ჩვენ კონკრეტულ ფიზიკურ პირზე ვსაუბრობთ, რომელიც ვერსად ვერ დაიმალება, რაც არ უნდა მანიპულირების სურვილი ჰქონდეს რომელიმე უწყებას“, - განაცხადა გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს