მებაჟე ოფიცრებმა 48 380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა 48 380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი”, ეჭვის საფუძველზე, სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულ ტვირთთან ერთად (ფრინველთა საკვები), 48 380 ღერი არადეკლარირებულო სიგარეტი გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 069,6 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა