თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ  იმ მოზარდების აცრაზე, ვისაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვს, გადაწყვეტილება უფრო ადრე იქნას მიღებული, ვიდრე რეკომენდაციას ჯანმო გასცემს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, შესაძლოა, მათ აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უფრო ადრე იქნას მიღებული, ვიდრე შესაბამის რეკომენდაციას ჯანმო გასცემს.

ამასთანავე, გაბუნიას განმარტებით, მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ იმსჯელა.

„ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით, ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაობრივ ჯგუფში, 16 წლიდან ჩვენც უკვე ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაცია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, მომავალ კვირაში შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ უკვე, შეიქმნა პრეცედენტები იმის, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრა 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, შესაძლოა ამ ჯგუფთან მიმართებით უფრო ადრე იქნას მიღებული გადაწყვეტილება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს