გიგა ბოკერია დამკვირვებლებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” განცხადებაზე - როცა მთავრობა ხარ და შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს წარმოაჩენ ვითომ ნეიტრალურად, ეს არის პრობლემა

ეს ყველაფერი ისევე, როგორც სხვა უტიფარი განცხადებები არის ნიშანი მათი შიშის, იმასთან დაკავშირებით რა მოხდება 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრის გივი მიქანაძის განცხადებას, რომ ცესკო-ს მიერ რეგისტრირებული 62 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 12 ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობასთანაა" დაკავშირებული", 3 კი "ევროპულ საქართველოსთან".

მისი თქმით, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არიან სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფში და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში.

"ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პირის, რომელიმე პარტიასთან მითუმეტეს ოპოზიციურ პარტიასთან არანაირი პრობლემა არ არის - პრობლემა არის ეს ჯგუფი, ეს ადამიანი ჩადის თუ არა კანონდარღვევას და პრობლემა არის ის, რაც ხდება არა ოპოზიციის ან მათთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის მიერ არჩევნების დროს, არამედ რასაც აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებით - ძალადობა, ჩაყრა, მანიპულაციები, “კარუსელი” - ეს არის პრობლემა.

თუ საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, აქ არაფერი დამალული არ არის, ყველაფერი საჯაროა, ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის წევრი იყო მაშინაც. პრობლემაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს ნეიტრალურ წევრებად წარმოაჩენ და მერე შენი უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც ყველამ იცის, რომ ვერტიკალის ნაწილია, ანუ გემორჩილება. როცა მთავრობა ხარ, როცა ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს და შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს წარმოაჩენ ვითომ ნეიტრალურად - ეს არის პრობლემა. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არიან სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფში და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ეს ყველაფერი ისევე, როგორც სხვა უტიფარი განცხადებები არის ნიშანი მათი შიშის, იმასთან დაკავშირებით რა მოხდება 2 ოქტომბერს", - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს