კახა კალაძე - ბინძური მეთოდებით ცდილობენ რაღაც გაურკვევლობა, დესტრუქცია შემოიტანონ - ამასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით  ინფორმაციას

ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის საშუალება არავის მიეცემა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, არჩევნებისთვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული დამკვირვებელი არასამთავარობო ორგანიზაციების ნაწილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან არიან აფილირებული.

როგორც კალაძემ განაცხადა, არჩევნების პროცესში ბინძური მეთოდების და დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობენ.

"ეს სიახლე არ არის. გვახსოვს განვლილი არჩევნებიც, იგივე ხელწერაა, იგივე ბინძური მეთოდებით ცდილობენ რაღაც გაურკვევლობა დესტრუქცია შემოიტანონ, თუმცა, ამისთვის მზად ვართ. მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ყველამ უნდა იცოდეს ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის საშუალება არავის მიეცემა.

ბევრი გარემოებაა, რაც ქმნის ეჭვებს, რომ ისინი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა დამკვირვებლების გარდა ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ ამ ადამიანებს. ასე რომ, შესაბამისი სამსახურებიც გააქტიურდებიან და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსსაც მიეწოდებათ ინფორმაცია",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია 62 სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საიდანაც 15 არის ოპოზიციასთან აფილირებული. როგორც გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 15 ორგანიზაციიდან 12 ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობასთანაა" დაკავშირებული", 3 კი "ევროპულ საქართველოსთან".

"ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან",- განაცხადა მიქანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს