კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე - რა „ქართული ოცნება"? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს

თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა, ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს,იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის თანახმად ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და მმართველი გუნდი მას მფარველობდა.

კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე - რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს. მადლობა შსს-ს და მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დაკავება. თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა.

მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა