კახა კალაძე - ნიკა მელიას გადასაწყვეტია, უნდა  შეეხოს თუ არა ამნისტია

ნიკა მელიას გადასაწყვეტია, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტია, - ასევე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, უნდა შეეხოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ამნისტიის კანონპროექტი.

მისი თქმით, საკითხს „მოჰყვება ის რეაგირება, რაც კანონით არის განსაზღვრული“.

გარდა ამისა, მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა იმ პარტიებს, რომლებმაც პროექტს მხარი დაუჭირეს.

„დოკუმენტი ანულირებულია, ის ცვლილებები, რაც განხორციელდა, ჩვენს მიერ იყო დაანონსებული. ჩვენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია ვართ და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილების სახით მიღებული იქნა. მინდა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას მადლობა გადავუხადო, ვინც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქვვეყნის და მომავლისთვის არის კარგი“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო