„ქართული ოცნების" წევრი - სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საჩივარი, რომელიც ავთანდილ თალაკვაძის მიერ ჩატარებულ თემატურ ღონისძიებას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა

"ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის წევრის გიორგი ღურჭუმელიძის განცხადებით, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს’’ საჩივარი მიკერძოებულია და შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, 8 სექტემბერს დასრულდა სასამართლო პროცესი, სადაც განიხილებოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საჩივარი.

„ორგანიზაცია სადავოდ ხდიდა ჩვენს მიერ ჩატარებულ თემატურ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ჩვენი საარჩევნო პროგრამის ჯანდაცვის ნაწილი და პრიორიტეტები წარვუდგინეთ. აღნიშნულ ღონისძიებას შეეხებოდა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საჩივარი. სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე საჩივრის ავტორს უთხრა უარი. მიიღო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა და ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას’, - განაცხადა ღურჭუმელიძემ.

მისივე განცხადებით, შეხვედრა თემატური ხასიათის იყო და საჯარო მოხელეების მობილიზება არ მომხდარა.

,,შეხვედრა მართლაც გახლდათ თემის გარშემო ორგანიზებული და დამსწრეთა მობილიზება სამსახურებრივი ნიშნით, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არ მომხდარა. ჩვენ არ გვქონია კავშირი, რომელიმე საჯარო სამსახურის ხელმძღვანელთან და არ გვითხოვია, საჯარო მოხელეები დასწრება პროგრამის პრეზენტაციაზე.

ცხადია, ეს საჩივარი გახლდათ მიკერძოებული. ამაში უფრო მეტად ვრწმუნდებით, როცა ოზურგეთში ამავე პერიოდში, ჩვენი კონკურენტების მხრიდან სახეზეა სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი, როდესაც მოქალაქეებს დახმარება წინასაარჩევნოდ ეძლევათ შერჩევითად, ჩემი კონკურენტის საარჩევნო მასალები განთავსებულია სახელმწიფო რესურსებზე და მედიის მხრიდან გაშუქდა ზეწოლის და მერიის თანამშრომლებზე ზემოქმედების არაერთი ფაქტი, რაზეც ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობას” ან სხვა ორგანიზაციებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ამ შემთხვევებზე და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარი დარღვევები, მოახდინონ კანონის მართებულად ინტერპრეტაცია " - განაცხადა "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის წევრმა, გიორგი ღურჭუმელიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება