ალუდა ღუდუშაური - ნიკანორ მელიას რეიტინგს პულსი არ ესინჯება

პოლიტიკურ რუკაზე არ ჩანს და რადარები არ აფიქსირებენ პოლიტიკურად ნიკანორ მელიას, პულსი არ ესინჯება მის რეიტინგს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ამნისტიის პროექტზე ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, მიზანმიმართულად ჩადო თუ არა მმართველმა გუნდმა პროექტში პუნქტი, რომლის თანხმად, ამნისტირებულმა პირმა არ უნდა დააფიქსიროს უარი ამნისტიაზე იმისთვის, რომ იყოს ამნისტირებული, ღუდუშაური პასუხობს, რომ მელია არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომლისთვისაც რომელიმე დოკუმენტში რაიმე ჩანაწერი შეიძლება გაჩნდეს.

"ნაციონალური მოძრაობა" და მათ შორის, ნიკანორ მელია არიან დესტრუქციული, არათანმიმდევრული, მათ სიტყვას არანაირი ღირებულება და ფასი არ აქვს. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, როგორი სიტყვის ფასი აქვს მელიას, იმასაც ამბობდა, რომ ვერ დააკავებდნენ, გირაოს გადახდაზე, პარლამენტში შემოსვლაზე, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე - გახსოვთ რა პოზიციებიც ჰქონდათ, მათი სიტყვის ფასი არის ნული. ნიკანორ მელია არ არის ის სუბიექტი, რომლის გამოც რაიმე დოკუმენტი უნდა შეიქმნას და რაიმე ჩანაწერი გაკეთდეს, ის არანაირ პოლიტიკურ რუკაზე არ ჩანს და რადარები არ აფიქსირებენ პოლიტიკურად ნიკანორ მელიას, პულსი არ ესინჯება მის რეიტინგს, თუ რაიმე პოლიტიკური რეიტინგი ჰქონდა, ისიც კი გაუნულა სააკაშვილის ბრძანებებმა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა