ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებს - ისე ნუ გააკეთებთ, ერთი კაცის პარტიამ, კონკრეტულად, გიგა ბოკერიამ გაჯობოთ ჭკუასა და მოქმედებაში

ისე ნუ გააკეთებთ, ერთი კაცის პარტიამ, კონკრეტულად, გიგა ბოკერიამ გაჯობოთ ჭკუასა და მოქმედებაში , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ღუდუშაურმა კრიტიკა მედიის მისამართით გამოთქვა და როგორც განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ადგილი აქვს ისტერიას, სპეკულაციებს და ბინძური ქმედებას, რაც არის მორალური ფსკერის დაპყრობის მცდელობა".

"რასაც ვხედავთ სრული მარაზმია. ეს ხალხი იმდენად აგონიაშია, მათი ბინძური ფანტაზია იმდენად შორს წავიდა... "ქართულ ოცნებას" ასი ათასობოთ მხარდამჭერი ჰყავს, ისევე როგორც შეიძლება ასეულობით მხარდამჭერი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას". ეს ბატონი მანამდე იყო რურუას, მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. არ მგონია, სწორი იყოს მოქმედება, რაც ტელევიზიას მორიგ ჯერზე სახეს აკარგვინებს. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკოსებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო