ანრი ოხანაშვილი - ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომაც ამნისტიაზე თანხმობა განაცხადოს

თუ პირი წინააღმდეგი არ არის მასზე ამნისტია გავრცელდეს, ამნისტია შეეხება, ხოლო თუ წინააღმდეგია და ეს შესაბამისი ფორმით დაფიქსირდება, ამნისტია არ შეეხება, - აღნიშნული განმარტება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ აქტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის განცხადებით, "ამნისტიის შესახებ" კანონით, ნებისმიერ პირს აქვს არჩევანის თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მიიღოს ამნისტიის აქტი.

მისივე თქმით, "დღეს კონკრეტული პირის მხრიდან გაცხადება, რომ მას ამნისტია არ სურს, მოცემულობას არ ცვლის, ვინაიდან გათვალისწინებულია პროცედურა, რომ შემდგომშიც მოხდეს გარკვევა, ხომ არ არის ამნისტიის წინააღმდეგ".

"ვინც იტყვის, რომ ამნისტიის აქტის წინააღმდეგი არ არის, მასზე ამნისტია გავრცელდება. თუ ვინმე დაწერს, რომ მას ამნისტია არ სურს, რა თქმა უნდა, იძულებით ვერავინ ვერავისზე ვერ გაავრცელებს. ამით საკითხი არ სრულდება - ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომაც ამნისტიაზე თანხმობა განაცხადოს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა