მიხეილ ჩხენკელი - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვა სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა მუსიკალური თერაპიის ცენტრ „ბეკარი“-ს თანადამფუძნებელთან მარინა რაიდტ-ალთუნაშვილთან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებში მუსიკალური თერაპიის მეთოდი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციურია.

სამინისტროს ცნობითვე, აღნიშნული მიდგომა, განათლების სხვადასხვა საფეხურზე დანერგილია და ფართოდ გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ინგლისში. ეს აპრობირებული და უნიკალური მეთოდია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სხვადასხვა უნარების განვითარებისათვის. მიდგომა ითვალისწინებს, მუსიკალური თერაპიის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლებაზე ზრუნვა და მათი ინტეგრირება საზოგადოებაში, სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია.

შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ცენტრ „ბეკარი“-ს მენეჯერი მარიამ კაციტაძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა