ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ტერიტორიას უკვე ტოვებენ. სპეციალური ტექნიკა ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.

„რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, - განაცხადა ყვარელში, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.

"ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული, სხვა ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა კოზვიაშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა