სოზარ სუბარი გახარიაზე - როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ტესტის გაკეთების ვადა, კარგი იქნება, თუ ხვალ მოასწრებენ გაკეთებას

არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ არ გაიკეთებენ ტესტს, გასაგებია მათ აქვთ რაღაც დასაფარი, მაგრამ, არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ გაიკეთებენ, ოღონდ არ დაასახელეს ვადამ - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის გაკეთების შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ეს ვადა და კარგი იქნება თუ ხვალ მოასწრებენ ტესტის გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია.

„არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ ისინი არ გაიკეთებენ ტესტს, გასაგებია მათ აქვთ რაღაც დასაფარი, მაგრამ, არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ გაიკეთებენ, ოღონდ არ დაასახელეს ვადა. ნარკოლოგიაში ცნობილია, რომ არის გარკვეული ვადა, რის შემდეგაც ძალიან ძნელი ხდება აღმოჩენა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ეს ვადა და კარგი იქნება თუ ხვალ მოასწრებენ ტესტის გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია. კახი არის სპორტსმენი და არა მარტო მისი სპორტული მოღვაწეობა, მისი მერობის ოთხი წელი უკავშირდება იმას, რომ თბილისში გაჩნდა უამრავი რეკრეაციული სივრცე, ათასზე მეტი პარკი და სკვერი და უამრავი სპორტული მოედანი. ის თავისი ცხოვრების სტილით, მთელი თავისი მოღვაწეობით სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეწევა. ეს ინიციატივაც არის მოწოდება ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ და კარგი იქნება თუ ამ მაგალითს ჩვენს ახალგაზრდობას მისცემს ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ თავი წარმოიდგინოს ამ ქალაქის მერად და ამ ქალაქში ახალგაზრდობისთვის იყოს გარკვეულწილად მაგალითის მიმცემი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს