კახა კალაძე - გიორგი გახარია ჩემთვის არაფრით განსხვავდება სხვა კანდიდატისგან - რატომ უნდა დავჯდე გახარიასთან ერთი-ერთზე დებატში, შეგიძლიათ ამიხსნათ?

გიორგი გახარია ჩემთვის არაფრით განსხვავდება რიჩარდისგან, ნიკა მელიასგან, ანა დოლიძისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან - რატომ უნდა დავჯდე გახარიასთან ერთი-ერთზე დებატში, შეგიძლიათ ამიხსნათ ადამიანურად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და ამით, პარტია „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას შეთავაზება შეაფასა.

კახა კალაძის თქმით, პოლიტიკურ დებატებში ყველასთან ერთად დაჯდება ოპოზიციური ფლანგიდან და არა ცალკე ერთ კანდიდატთან.

გიორგი გახარია ჩემთვის არაფრით განსხვავდება რიჩარდისგან, ნიკა მელიასგან, ანა დოლიძისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. დაახლოებით 16-მდე კანდიდატია წარმოდგენილი და მზად ვარ, ყველა კანდიდატთან დავჯდე. რაღაცით გამორჩევა ვიღაცის, არასწორია ეს. როგორ უნდა დაჯდე ერთი ერთზე, რატომ უნდა დავჯდე გახარიასთან, შეგიძლიათ ამიხსნათ ადამიანურად, ან რატომ უნდა დავჯდე რიჩარდთან ერთი ერთზე, ან ანა დოლიძეთან?! ყველა დავჯდეთ და ნებისმიერ თემაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა