კახა კალაძე Edison Research-ის კვლევაზე - მიზანმიმართულად საზოგადოების აზრის მანიპულაცია მიმდინარეობს, შედეგი ყოველთვის არის აბსოლუტურად სხვა

სამწუხაროდ, ამ კვლევებით მიზანმიმართულად მიმდინარეობს, საზოგადოების აზრის მანიპულაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, განაცხადა, რითაც Edison Research-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, მისთვის დამოკიდებულების ყველაზე ძლიერი საზომი საზოგადოებასთან შეხვედრებია.

„კვლევებთან დაკავშირებით ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება, სიახლეს ვერაფერ ვიტყვი. ყოველთვის, როდესაც ამ კვლევების წარმოდგენა ხდება, განსხვავებული შედეგი დგება. სამწუხაროდ, ამ კვლევებით მიმდინარეობს მიზანმიმართულად საზოგადოების აზრის მანიპულაცია, შედეგი ყოველთვის არის აბსოლუტურად სხვა. ჩემთვის ყველაზე ძლიერი საზომი დამოკიდებულებისა არის უბრალოდ ქუჩაში რომ გავდივარ და ადამიანებს ვხვდები. ეს არის ყველაზე მაღალი ინდიკატორი, ჩემი კვლევაც და შეფასებებიც ეს არის, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თბილისელს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25%, „საქართველოსთვის“ - 10%.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა