მერად არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძე თბილისში ხიდების, გზაგამტარებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაციას გეგმავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ურბანული პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ერთი-ერთი ძირითადი პრიორიტეტი კვლავ იქნება მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

მისი თქმით, დაგეგმილია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ოთხზოლიანი საავტომობილი გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება.

ასევე, როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით პერიოდულად ხორციელდება არსებული ხიდების და გზაგამტარების მონიტორინგი და სწორედ ასეთი შემოწმების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის ხიდის, მეტეხის ხიდისა და შალიკაშვილის სახელობის (დიდუბის) ხიდის რეაბილიტაციის შესახებ, ვინაიდან ისინი, ტექნიკური თვალსაზრისით, რთულ მდგომარეობაშია.

მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის, ჯამში, დაახლოებით, 37 000 000 ლარი დაიხარჯება.

პრეზენტაციაზე ბენდელიანმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია გზაგამტარებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაციაც. კერძოდ, დაიწყება მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის მშენებლობა; განხორციელდება ყიფშიძისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გზაგამტარს; დაგეგმილია რესპუბლიკის მოედანთან არსებული გვირაბისა და მიწისქვეშა საავტომობილო გასასვლელის, ასევე, მეტეხის საავტომობილო გვირაბების რეაბილიტაცია.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს