ირაკლი კობახიძე - შსს ძალიან ეფექტიანად მუშაობს, ამას გომელაურმა მიგვაჩვია - რაც შარშან მოხდა, შეიძლება იქონია ეფექტი დღევანდელ დანაშაულზე, მაგრამ სწორედ ამისათვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ბოლო დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს, ამას ჩვენმა გომელაურმა მიგვაჩვია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც დღეს ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

აქვე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუას საქმემ დღევანდელ დანაშაულზე გარკვეული ეფექტი იქონია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ასევე დაკავებულია დამნაშავე, რომელმაც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ეს არის მთავარი.

ჩვენ მიჩვეული ვართ, ბოლო დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ეფექტიან მუშაობს, მათ შორის, ოპერაციებიც ძალიან ეფექტიანად წარიმართება. ამას ჩვენმა გომელაურმა მიგვაჩვია და ესეც ამის მორიგი მაგალითი იყო. რაც შარშან მოხდა, შეიძლება იქონია იმ დანაშაულზე ეფექტი, რომელიც დღეს ვიხილეთ, მაგრამ სწორედ ამისათვის იყო მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელი ოპერაცია სრულად წარმატებით დასრულდა.

რაც შეეხება ესებუას დაკავებას, ამაზე გრძელდება მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ლოგიკურ დასასრულამდე მივალთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის