ირაკლი კობახიძე Edison Research-ის კვლევაზე - ეს არის სააკაშვილისა და კეზერაშვილის ერთობლივი სიზმრები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ Edison Research-ის კვლევების შედეგებს „სააკაშვილი-კეზერაშვილის სიზმრები“ უწოდა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი კვლევების მიზანია, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანა ერთობლივად არიონ.

" ეს არის სააკაშვილის და კეზერაშვილის ერთობლივი სიზმრები, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოგვიდგინეს და ჩვენ შეგვიძლია ინტერესით დავაკვირთდეთ ამ სიზმრებს. ამ სიზმრებში არის ერთი რამ ძალიან საინტერესო, პირდაპირ იკვეთება მათი ინტერესი. მათი ინტერესია, რაღაცნაირად „ნაცმოძრაობა“ და გახარიამ ერთობლივად მოახერხონ, ისეთი რაოდნეობის ხმების შეკრება, რომელიც მათ ქვეყნის არევის საშუალებას მისცემს. ეს სიზმრები არასდროს არ ამხდარა. კვლევები ყოველთვის არის ხოლმე მათი სიზმრები, სააკაშილი-კეზერაშვილის სიზმრები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25%, „საქართველოსთვის“ - 10%.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა