გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„10 სექტემბერს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს: დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, მთა ვარცლა, გუდაური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში- სნო, აჩხოტი, კარკუჩა, არშა, გაიბოტენი და მიმდებარე სოფლებში; 12:10-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში -ცხვარიჭამია, კევლიანი, გიორგიწმინდა, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში; 15:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო