პაატა მანჯგალაძე - პარტიული კვლევა არ შეიძლება გამოვიყენოთ რაიმეს საზომად, რაც შეეხება "ედისონ რისერჩის" კვლევას, იქ გარკვეული ტენდენციები ასახავს რეალობას

პარტიული კვლევა არ შეიძლება გამოვიყენოთ რაიმეს საზომად, მას აქვს პიარ-სააგიტაციო მიზნები, რაც შეეხება "ედისონ რისერჩის" კვლევას, გიდასტურებთ, რომ იქ გარკვეული ტენდენციები ასახავს რეალობას, რაც ქვეყანაშია, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ედისონ რისერჩის" კვლევა აჩვენებს ტენდენციას, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ბევრად მეტია, ვიდრე მმართველი ძალის მხარდამჭერი. რაც შეეხება "ქართული ოცნების" კვლევას, რომელიც დღეს წარმოადგინა მმართველმა პარტიამ, მანჯაგალძე ამბობს, რომ ის მხოლოდ წინასწარი განწყობების შექმნას ემსახურება.

"შიდაპარტიული კვლევები საარჩევნო პიარ-ტექნოლოგიის ნაწილია და ემსახურება არა ობიექტური რეალობის აღქმას, არამედ წინასწარი განწყობების შექმნას იმაზე, რაც მათ არ სჯერათ. რაც ეხება ჩვენს რეიტინგს, ველოდებით არჩევნებს, ძალიან კარგი კანდიდატები გვყავს წარმოდგენილი და შედეგი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე გამოაცხადეს სხვადასხვა კვლევებში. განწყობა არის აბსოლუტურად სხვა, ვიდრე, ამას "ქართული ოცნება" აცხადებს. თუ კვლევა მეტ- ნაკლებად ობიექტური ორგანიზაციის მიერ არის ჩატარებული, გარკვეულწილად რაღაც ტენდენციას ასახავს, მაგრამ პარტიული კვლევა არ შეიძლება გამოვიყენოთ რაიმეს საზომად, მას აქვს პიარ- სააგიტაციო მიზნები, რაც შეეხება “ედისონ რისერჩის” კვლევას, გიდასტურებთ, რომ იქ გარკვეული ტენდენციები ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. "ქართულ ოცნებას" ქონდა 33 პროცენტიანი მხარდაჭერა მაქსიმუმ და ოპოზიციას ერთად ბევრად მეტი. ეს არის რეალობა , რასაც ფიქრობს მოსახლეობა და "ქართული ოცნება" ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ სხვადასვა მანიპულაციით, მოსყიდვით მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი. კვლებაში მაინც არის ხოლმე 2 პროცენტიანი ცდომილების ზღვარი. ჩემთვის მაინც მთავარი კვლევა არჩევნებია, თუ გავიხსენებთ წინა არჩევნებს, 1 და 1.5 პროცენტს უწერდნენ "სტრატეგია აღმაშენებელს" და ორჯერ მეტი ჰქონდა გაყალბების მიუხედავად,"- განაცხადა მაჯგალაძემ.

ცნობისათვის, "ედისონ რისერჩის" კვლევის მიხედვით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" ხმას გამoკითხულთა 33% მისცემდა, "ნაციონალურ მოძრაობას" – 25%, პარტიას "საქართველოსთვის" – 10%.ამავე კვლევის თანახმად, კახა კალაძე და გიორგი გახარია გამოკითხულთა 55-55 %- ს მოწონს, მელია 46%- ს. "ქართული ოცნების" კვლევის თანხმად კი, "ქართულ ოცნებას" - 48.6 % უჭერს მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 27.1% ; "საქართველოსთვის " - 5.8% . ამავე კვლევით, კახა კალაძეს 56.1 %- იანი მხარდაჭერა აქვს, ნიკა მელიას -28.3; გახარიას კი 6 % უჭერს მხარს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო