კახა კალაძე - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, ყველა დიდი გამზირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით განახლდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება. როდესაც მთელი გულით ცდილობ, ყველაფერი გამოდის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ამჯერად, კახა კალაძე საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, კაპანაძის #4-ში და ქინქლაძის #24 ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძე ჩუღურეთის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალაქში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს. ამით ყველა იამაყებს. მათ შორის განსხვავებულ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც. ისინი შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსწონთ ქალაქში განხორციელებული პროექტები. ისინიც აქ ცხოვრობენ, სარგებლობენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურით, მგზავრობენ ახალი ავტობუსებით, განახლებულ სკვერებსა და პარკებში სეირნობენ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენი განხორციელებული საქმეებით ყველას ვაჩვენოთ, რომ საუკეთესოები ვართ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, ყველა დიდი გამზირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით განახლდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება და ა.შ. როდესაც მთელი გულით ცდილობ, ყველაფერი გამოდის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, კაპანაძის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველა კარგად ვხედავთ, რა გაკეთდა ჩუღურეთში, რამდენი ქუჩა, სტადიონი სკვერი მოეწყო. მართალია, რჩება გამოწვევები, მაგრამ მასაც გავართმევთ თავს. ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, კაპანაძის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის აშენება იქნება. აღნიშნული შენობა დედაქალაქში ყველაზე ავარიული ნაგებობაა. ადამიანების სიცოცხლე უპირველესია. ამიტომაც, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, კახა კალაძე და ზურაბ ჩიკვილაძე კაპანაძის #4-ში იმყოფებოდნენ, სადაც თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. კანდიდატები მოსახლეობას ქინქლაძის #24-ში, #125-ე საჯარო ბაგა-ბაღთან შეხვდნენ. აღნიშნული ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი 2020 წელს განხორციელდა და წლის ბოლოსვე დაიწყო მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა. ტერიტორიის სიმცირის გამო, საბავშვო ბაღი ხუთჯგუფიანი იქნება და ის 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები. მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება