მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიცია ემზადება არჩევნების მომდევნო დღისთვის და არეულობისთვის, თუმცა ეს არ გამოუვათ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის საფუძველს აძლევს გამოცდილება და პრაქტიკა.

“ რადიკალური ოპოზიცია არ მუშაობს ველზე, საარჩევნო თემებზე არ ხარჯავს ლეგალურ ფულს, სხვა ფულზე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ. არც ერთ ე.წ. ივენთს არ ატარებს, რაც როგორც წესი, სხვა შემთხვევაში დაკავშირებული იყო ხოლმე საარჩევნო აქტივობებთან. მხოლოდ ტელევიზიების საშუალებით აწარმოებს საარჩევნო კამპანიებს და ეს კამპანია ძირითადად, მიმართულია იმ ნეგატივზე, რომელიც აგებულია “ფეიკებზე” და ცდილობენ წინასწარ დაალაგონ მიმართულება, თითქოს ხდება ისეთი რამ რაც არჩევნების ლეგიტიმაციას აყენებს სააფრთხის ქვეშ. სხვა მიმართულება არ აქვთ. მათი მხრიდან არავინ საუბრობს, რა პროექტებს განახორციელებენ გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ უბანში,რა პროექტებს განახორციელებენ თბილისში, რა პოლიტიკა ექნებათ იმ მიმართულებით, რითაც არჩევნები ტარდება. ისინი საუბრობენ მხოლოდ ე.წ რეფერენდუმზე და მათი არც ერთი აქტივობა არ უკავშირდება საარჩევნო შედეგებსა მიზნობრიობას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ლოგიკა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განავითაროს არის ის, რომ ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისვის, არამედ მომდევნო დღისა და არეულობისთვის, სამწუხაროდ. თუმცა არც ეს გამოუვათ, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში არ გამოუვიდათ”- აცხადებს მდინარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო