მამუკა მდინარაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - “ლეიბორისტულ პარტიას“ ყველა არჩევნებში 1% აქვს და 500% -ით მეტი დაუწერეს, დანარჩენზე ალბათ, სერიოზულად საუბარი არც ღირს

“ლეიბორისტულ პარტიას“ ყველა არჩევნებში 1% აქვს და 500% -ით მეტი დაუწერეს, დანარჩენზე ალბათ, სერიოზულად საუბარი არც ღირს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ- ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და გუშინ, „ფორმულას“ ეთერში გამოქვეყნებულ კვლევებზე კომენტარი გააკეთა.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, ეს კვლევა რეალობას არის აცდენილი და სერიოზული საუბარი ამ თემაზე არ ღირს.

„500% ცდომილება არ გაგიგიათ ალბათ ხომ? 500% ცდომილება ხომ არ გაგიგიათ? ხომ წარმოუდგენელია? 5-იანი წარმოუდგენელი, 50- იანი უკვე სასაცილოა და 500% აღარაფერი აღარ არის, მაგალითად, ლეიბორისტულ პარტიას ყველა არჩევნებში ბოლოს აქვს 1% და 500%-ზე მეტი დაუწერეს ამ კვლევის ავტორებმა, 500% მეტი! ამავე დროს კვლევის ჩამტარებლებს წარმოდგენა არ აქვთ ჩემი აზრით, მაგალითად იმაზე, რომ ანა დოლიძეს არაფერს ვერჩი, მაგრამ 11 ოლქში იღებს მისი პარტია მონაწილეობას და ის პროცენტი, რაც მათ ანა დოლიძის პარტიას დაუწერეს, რომ დაჯდეს და დაემთხვეს არჩევნების შედეგებს, მაშინ ანა დოლიძის პარტიამ, თითოეულ ოლქში უნდა მიიღოს მინიმუმ 15,20,25, 30 % , იმისათვის, რომ საერთო ჯამში იგივე პროცენტი ჰქონდეს, ის 3% რა პროცენტიც დაუწერა „ედისონ რისერჩის“ კვლევამ. „ერი“ ასეთი პარტია რომ არის, ასეთი სახელი, რომ ჰქვია, მას დაუწერეს 1% თუ არ ვცდები, ხომ ასეა? ერთადერთ ოლქში იღებს მონაწილეობას, დუშეთში მან უნდა მიიღოს რა ვიცი 1500 ან 1700 % რამდენად ირონიულადაც არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ახლა ჩემგან, იმისათვის, რომ საერთო ჯამში მან ეროვნულ დონეზე მიიღოს, 1%. აი, ასეთი კვლევა წარმოგვიდგინა, გუშინ სამწუხაროდ, ტელევიზიამ, დანარჩენზე ალბათ, სერიოზულად საუბარი არც ღირს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო