„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერები სამგორის მოსახლეობას შეხვდნენ

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლი“ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. „მესამე ძალის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახო იაშვილი სამგორის მოსახლეობას შეხვდნენ, მოისმინეს ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები და ისაუბრეს გადაჭრის გზებზე.

პოლიტიკური პლატფორმის ლიდერების თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას სამუშაო ადგილები და ხალხი კვლავ გახდეს პოლიტიკის ცენტრი, რათა მათი პრობლემები გადაიჭრას.

„ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას და ვცდილობთ გავარკვიოთ პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ადგილობრივებს აწუხებთ, პირველ რიგში, არის უმუშევრობა, შემოსავლების ნაკლებობა, მედიკამენტების გაზრდილი ფასები. სწორედ ამიტომ „მესამე ძალის“ იდეა არის, რომ პოლიტიკაში დავაბრუნოთ ის პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთანავე, ვახო იაშვილის თქმით, ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ „მავნებლის ფუნქციას ასრულებს“.

„სწორედ ამიტომ ჩვენ „მესამე ძალა“ შევცვლით არსებულ ნეგატიურ მხარეს და ხელს შევუწყობთ ქვეყნის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი დაფასდეს თავისი ნიჭის, გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით“, - განაცხადა ვახო იაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო