მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგების სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე დაასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასულ წელს, ვაშაკიძის ქუჩაზე გამგეობის მიერ წყალარინების ქსელი მოეწყო, ახლა კი, ასფალტის საფარი დაიგო.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა.

„სამუშაოების შედეგად, 4 650 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 248 396 ლარი დაიხარჯა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა