კახა კუჭავა - ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველო, ვიბრძვით გაერთიანებული, ძლიერი საქართველოსთვის

ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველო. ვიბრძვით გაერთიანებული, ძლიერი საქართველოსთვის და ამას სჭირდება ძლიერი რეგიონები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული კუთხე, რომელსაც აქვს პოტენციალი, უნდა იქნას ბოლომდე ათვისებული და ახალი შესაძლებლობები გაჩენილი.

„მივესალმები ამ ამაყი და ლამაზი კუთხის შვილებს. ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს ამ კუთხეს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი. ყაზბეგი გარკვეულწილად ,,ბრენდი” გახდა - საქართველოში თუ ჩამოდიხარ, არ შეიძლება არ ამოხვიდე აქ და არ დატკბე ამ ულამაზესი ხედებით, ამ სითბოთი, რომელსაც აქ გახვედრებენ.

არჩევანი ნამდვილად არის - საკმაოდ მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც ცნობილია უკვე საქართველოში და არამხოლოდ და რაც ყველაზე მთავარია, ის დიდი სითბო და სტუმარ-მასპინძლობა, რაც თითოეულ ოჯახში გხვდება, იმ ოჯახურ სასტუმროებში, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მყინვარწვერი, თრუსოს ხეობა, გერგეტის სამება და ბევრი სხვა, ულამაზესი ადგილი, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით, თუ მეტი არა, მნახველი ჰყავს.

გუდაური, წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში და რეგიონში, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოთხილამურეებისთვის საკმაოდ ცნობილ ადგილს და კურორტს, რომელიც კარგად გვახსოვს წლების წინ როგორი იყო. არ ვგულისხმობ მხოლოდ მშენებლობებს - ყველაზე მეტად რაც აინტერესებს მოთხილამურეს, ეს სასრიალო ბილიკებია, რომელთა რაოდენობა კილომეტრობით გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, საბაგირო გზებით და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ხელს უწყობს, რომ იგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. თუნდაც ხელოვნური დათოვლიანების პროექტი - რამდენიმე წლის წინ გაკეთდა და წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ თუ თოვლის ნაკლებობაა, ამით არ დაზარალდეს იქ მყოფი ტურისტი.

პოტენციალი უფრო დიდია და ეს სრულად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თითოეული ოჯახის, თითოეული აქ მცხოვრებლის მეშვეობით, შეიქმნას დასაქმება, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას.

ამ გამოწვევის დაძლევას ისეთი პროექტები შეუწყობს ხელს, როგორიცაა თუნდაც კობი-ქვეშეთის გვირაბი. ნამდვილად უნიკალური, ისტორიული პროექტი, რომელსაც, როგორც გვითხრეს, ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და გამორჩეულია იმით, რომ კიდევ უფრო დააახლოებს თბილისთან ვიზიტორებს ამ კუთხეს, კუთხეს, რომელიც ზამთრის პერიოდში ზოგჯერ იკეტება და რთულია გადაადგილება.ეს პროექტი ამ პრობლემასაც საბოლოოდ აღმოფხვრის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველო. ვიბრძვით გაერთიანებული ძლიერი საქართველოსთვის და ამას სჭირდება ძლიერი რეგიონები. თითოეული კუთხე, რომელსაც აქვს პოტენციალი, უნდა იქნას ბოლომდე ათვისებული და ახალი შესაძლებლობები გაჩენილი. ზუსტად ამისათვის, ძალიან მნიშნელოვანი და აუცილებელია ძლიერი მერი და ძლიერი გუნდი საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, კანდიდატი, რომელზეც არჩევანი „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ბრწყინვალედ იცნობს აქაურობას, თითოეულ თქვენგანს და იგი ახალ ამპლუაში ბოლომდე დაუთმობს თავს იმას, რითაც მთელი გუნდი იამაყებს ოთხი წლის შემდეგ.

წარმატება მინდა ვუსურვო მას და წარმატება „ქართულ ოცნებას“, რომლის გამარჯვებაში არა თუ დარწმუნებული ვარ, არამედ ვიცით, რომ მას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ, ყველა რეგიონში გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კუჭავამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს