დავით ნარმანიამ ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს, სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სემეკის თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და სემეკის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, წელს პირველად, დავით ნარმანიამ დააჯილდოვა წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლებიც, მადლობის სიგელები გადაეცათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ღვაწლმოსილ სპეციალისტებს.

ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენერგეტიკოსებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა, სემეკის წევრებმა, სსე-სა და ესკოს ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს მიულოცეს ეკონომისტის დღე. „ენერგეტიკოსის დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს. ენერგეტიკის სექტორისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე, როგორც სემეკის თავმჯდომარე, დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება მეტად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა ენერგეტიკოსების განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ასევე, ვულოცავ ესკოს დაარსებიდან 15 წლის იუბილეს. დღეს, ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული დღე აღინიშნება - ეკონომისტის დღე. ამ პროფესიაზე უამრავი რამ შემიძლია ვთქვა, როგორც ეკონომისტმა და ამ პროფესიის გულშემატკივარმა. არ არსებობს სფერო, სადაც ეკონომისტის საქმიანობა არ იყო საჭირო. ვულოცავ ამ დღეს ყველა მოქმედ და მომავალ ეკონომისტს, ვუსურვებ მათ პროფესიულ წინსვლასა და საინტერესო საქმიანობას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა