გიორგი ვაშაძე - ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები, რაზეც რეფერენდუმი ტარდება და არა, ჩამოვა თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი

ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები და ამაზე ტარდება რეფერენდუმი და არა, ჩამოვა თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ “მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანის მიერ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციის ჩამოყალიბებას.

გიორგი ვაშაძის თქმით, ახლა, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი მთავარი არ არის.

„აქედან გამომდინარე ყველას მოვუწოდებ, რომ ფოკუსი გავასწოროთ იმაზე, რომ ხალხს სჭირდება ხელისუფლების ცვლილება, არა კონკრეტული პირები ხელისუფლებაში, არამედ სიახლეები ხელისუფლებაში, საქმის მკეთებელი და პროფესიონალები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისეთი ინიციატივები, რომელიც ამ მიზანს აგვაცდენს წინასაარჩევნოდ არ არის მიზანშეწონილი. ვერავინ ვერავის აიძულებს ჩამოვიდეს ან არ ჩამოვიდეს ქვეყანაში, ყველამ თვითონ უნდა მიიღოს თავსი გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და არჩამოსვლა არ არის მთავარი ამოცანა საქართველოში. დღეს საქართველოში მთავარი ამოცანაა ხელისუფლების ცვლილება, ადამიანების დაბრუნება, ორპოლუსიანობის დასრულება და რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო