ანა ბიბილაშვილი - არც თბილისში, არც ყვარელში, არსად ქვეყანაში ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება არ არის დაცული

არც თბილისში, არც ყვარელში, არსად ქვეყანაში ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება დაცული არ არის, - ასე ეხმაურება "ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე დაცულია.

როგორც ბიბილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის ეს განცხადება ტყუილია.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე დაცულია, არის დაცინვა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ ადამიანები აიყვანეს მძევლებად და მათ სიცოცხლეს შეუქმნეს საფრთხე, სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს უცხოელი სტუმარი, ამ ქვეყანაში რეალურად ჩვენ არ ვართ დაცული. არც მე არც თქვენ არც ჩვენი შვილები. არა მარტო თბილისში, სხვა ქალაქებში და სოფლებშიც არ ვართ უსაფრთხოდ. ჩვენ შვილებს ვუშვებთ გარეთ და არ ვიცით როგორ დაბრუნდებიან სახლში. შიშია დანერგილი ქვეყანაში. რასაც ცდილობს „ქართული ოცნება“ რომ გვაჩვენოს, თითქოს ყველაფერი რიგზეა არის დიდი ტყუილი. რეალობა კი მხოლოდ ერთია - „ქართული ოცნება“ კრიმინალთანაა შეკრული", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა