ალექსი ბატიაშვილი ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში და რეგიონში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ასევე, შესაძლო მოსალოდნელი გამოწვევები განიხილეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, საუბარი შეეხო არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარების საკითხსაც.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, დახმარება აღმოუჩინონ მისიას ნებისმიერ საკითხში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება. მისიამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურს და თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა დახმარებისთვის. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტების უფროსებიც ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა