მამუკა ხაზარაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მანუჩარ ჩაჩანიძე წარადგინა

"ლელოს" ლიდერმა , მამუკა ხაზარაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მანუჩარ ჩაჩანიძე წარადგინა.

ახალციხეში დღეს მამუკამ ხაზარაძემ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა: ფორსის თემში - მანუჩარ გოგოლაური, ვალეში - კობა ხიზაძე, აწყურის "ლელოს" მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი კი, ნანა მახათაძე.

"დღეს, ჩვენ ახალციხეში შევიკრიბეთ რადგან წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატები, წარმატებული ახალი სახეები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ რა ცვლილება შეიძლება მოხდეს მათ ქუჩაზე, უბანში, ეკონომიკაში, შემოსავლებში, ამისათვის ახალი სისხლია საჭირო. საჭიროა ადამიანები, რომლებიც მოდიან თავისი ცოდნით, პროფესიონალიზმით და რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით, საკუთარი კუთხისა და სამშობლოს მიმართ.

მე მინდა ამ არაჩვეულებრივ გუნდს ვუსურვო საკმაოდ სერიოზული მობილიზაცია და წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალციხეში სერიოზულ შედეგს დავდებთ. შედეგს დავდებთ წარმატებასა და წარუმატებლობას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, სუფთა საქმის კეთებასა და იმ არასწორ პოლიტიკას შორის, რომელიც დღეს მიმდინარეობს სრულიად საქართველოში.

მოგიწოდებთ ყველას, გამოდით, იაქტიურეთ და მიიღეთ მონაწილეობა საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის