“მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ეროვნული მოძრაობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს.

“მესამე ძალის“ იდეა ძალებს იკრებს, ჩვენ სხვადასხვა აქტიური ჯგუფების წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ, ზოგიერთი მათგანი ეროვნული მოძრაობიდანაა და ზოგიც ახალგაზრდული ჯგუფიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავხსნათ კარი ადამიანებისთვის, ვისაც უნდა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის განვითარებაში, “მესამე ძალის” იდეა ეს არის. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სწორედ ამიტომ ჩამოაყალიბა ეს პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველასთვის. ეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს აძლევს უფლებას, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში”, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი” ავრცელებს.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს