ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გამო დაწესებულ სანქციებს ახანგრძლივეს

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით, 2022 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა, - შესაბამისი ინფორმაცია საბჭოს ოფიციალურ ვეგბგვერდზეა გამოქვეყნებული.

სანქციები, რომელიც 177 ფიზიკურ პირისა და 48 ორგანიზაციას ეხება, სამოგზაურო შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვას და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.

ამკრძალავი ზომები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვისთვის, პირველად 2014 წლის 17 მარტს ამოქმედდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა