ლევან წიკლაური - ახალი ენერგიით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სწრაფად განვითარებასა და გაძლიერებას

თიანეთში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. რის შედეგად ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდა და ბიზნესის კეთება უფრო კომფორტული გახდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, - განაცხადა თიანეთის ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა ლევან წიკლაურმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნების’’ გუნდს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას თიანეთის განვითარებას მოახმარს.

„თიანეთი საქართველოში გამორჩეულია თავისი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, ულამაზესი ხედებით და რაც მთავარია, აქ მცხოვრები სტუმართმოყვარე და მშრომელი ხალხით. მშობლიურ მხარეს კარგად ვიცნობ. ვიცი, როგორ უნდა გადავჭრათ არსებული პრობლემები და გამოწვევები „ქართული ოცნებისა“ და ცენტრალურ ხელისუფლების მხარდაჭერით. ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ სოფლის განვითარების სახელმწიფო თუ სხვა საგრანტო პროგრამები, შევძლოთ სასმელი წყლის სათავე ნაგებობების ქსელის მოწყობა და რეაბილიტაცია, რითაც საბოლოოდ მოგვარდება ჩვენი რაიონში წყალმომარაგების პრობლემები, განვახორციელოთ, რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოვაწყოთ, როგორც ცენტრალური საავტომობილო, ისე სოფლის შიდა გზები და გარე განათებები. მოვაწყოთ ხიდები და მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოები შევასრულოთ, აქტიურად, წარვმართოთ სოფლების გაზიფიკაციისა და ინტერნეტიზაციის პროცესი. ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის განვითარებას და შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი, სამუშაო ადგილი. სახელმწიფო თუ სხვა საგრანტო პროგრამების დახმარებით განვავითაროთ შიდა ტურიზმი. მნიშვნელოვანია ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის მიმართულებით პროექტების განხორციელება. დარწმუნებული ვარ, ახალი ენერგიითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის სწრაფად განვითარებასა და გაძლიერებას“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

მერობის კანდიდატმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან ზვიად ზვიადაური, იოსებ მათურელი, გიორგი ჯიმშიტაშვილი, გიორგი წივილაშვილი, კახა წიკლაური, ზვიად ბაღაშვილი, ბესიკ ჩახმახაშვილი, ლაშა სულხანიშვილი, კობა ბიჭინაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს