ირაკლი ღარიბაშვილი - ის, რომ ხელშესახებია პროგრესი და ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა „ქართულმა ოცნებამ", ცალსახაა და ამაზე აღარავინ დავობს, გარდა ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტებისა

ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში; ამ 9 წლის განმავლობაში არაერთი ბრძოლა გამოვიარეთ ერთად და ძალიან ღირსეულ, დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ 7 არჩევნებში; ახლა ვემზადებით, რომ მერვე არჩევნებში ასევე ღირსეულად და ძლიერად გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ შეაჯამა ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული სამუშაოები, დაფინანსებული პროექტები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ის, რომ ხელშესახებია პროგრესი და ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა „ქართულმა ოცნებამ", ცალსახაა და ამაზე აღარავინ დავობს, გარდა ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტებისა. გვაქვს წინსვლა და ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით - იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, კულტურა, სპორტი, განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება და უამრავი სხვა, რომელიც ყველამ ერთად განვახორციელეთ ყველა რეგიონის მიხედვით და ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანხმებით, რომ ეს საკმარისი არ არის. იმიტომ, რომ კარგად მოგეხსენებათ თუ როგორი მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ ყველა დარგში დაგვხვდა ძალიან დიდი პრობლემები. რეალურად მონგრეული იყო ეს საფუძველი, საძირკველი, რაზეც უნდა დაშენებულიყო შემდგომი განვითარება და უნდა გაძლიერებულიყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ რეალურად ამ ბოლო 8 წელში, ამ ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით ის, რომ პირველ რიგში მშვიდობიანად და სტაბილურად ვმართეთ ეს 8-9 წელი. ეს არის მართლაც გამორჩეული პერიოდი, როცა „ქართულმა ოცნებამ" გრძელვადიანი უწყვეტი სტაბილურობა მოიტანა ქვეყანაში. რატომ ვსაუბრობთ ამაზე და ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავთ მშვიდობას და სტაბილურობას. იმიტომ, რომ არც ერთი მმართველის დროს ქვეყანაში არ ყოფილა ასეთი გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი. ყოველთვის იყო ომები, შიდა ომი, დაპირისპირება, კონფლიქტები და ომი, რომელსაც მოაქვს ნგრევა და ამის შედეგები გამოუსწორებელია. და ომის შედეგი არის ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის დროებით ოკუპირებული. ეს გამოწვევაა, ეს არის პრობლემა და მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ადამიანისთვის სტაბილურობის განცდას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მისი თქმით, ყველა ადამიანს სჭირდება კეთილდღეობა, კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი, განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა და ზოგადად მშვიდი ვითარება ქვეყანაში იმისთვის, რომ დაგეგმოს უკეთესი ხვალინდელი დღე.

„როგორ წარმოგვიდგენია ქვეყანაში დაიგეგმოს ხვალინდელი უკეთესი დღე, როცა წინა ხელისუფლების დროს მოქალაქემ არ იცოდა, ვერ გეგმავდა უკეთეს ხვალინდელ დღეს. გარდა იმისა, რომ პირდაპირი საფრთხე იყო იმისა, რომ წინა ხელისუფლება ვერ აარიდებდა მოსახლეობას ისეთ მძიმე პროვოკაციებს, როგორიცაა ომი და პირდაპირი შეჯახება საოკუპაციო ძალებთან, რა თქმა უნდა, მოქალაქეს და თუნდაც ბიზნესმენს, მასწავლებელს, პედაგოგს, პოლიციელს, ჯარისკაცს, არ შეეძლო, განესაზღვრა და დაეგეგმა გრძელვადიან ვადაში, პერსპექტივაში მისი ცხოვრება. და რატომ? იმიტომ, რომ საქმე ჰქონდა არაპროგნოზირებად მმართველ ძალასთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს