მამუკა ხაზარაძემ ქარელში "ლელოს" მერობის კანდიდატად გენადი ჩუტკერაშვილი წარადგინა

„ლელოს საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქარელში "ლელოს" მერობის კანდიდატად გენადი ჩუტკერაშვილი წარადგინა.

„კოალიციურ მთავრობაში ვერ ჩააწყობ, ვერ დაალაგებ, თვალს ვერ ჩაუპაჭუნებ და ტენდერს ვერ მოიგებ, რომელიც არ გეკუთვნის. 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება გარდამტეხი მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა დაიწყებს ძალიან სწრაფ მოძრაობას და ჭაობიდან ამოსვლას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ქარელის მუნიციპალიტეტში დღეს „ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინეს: კეხიჯვარი - ზურა ლეკიშვილი; ქარელი - დავით მარჯანიძე; აგარა - გიორგი გელაშვილი; ვრეძი - მალხაზ ხარაზიშვილი; რუისი - როინ ლომიძე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, საშუალებას იძლევა 2022 წელს პროპორტიული არჩევნები დაინიშნოს.

"ორ ოქტომბერს ჩვენ უნდა გადავტეხოთ ის ბარიერი, ჩავატაროთ ღირსეულად რეფერენდუმი და უარი ვუთხრათ ერთ პარტიულ, ერთი კაცის სისტემას ამ ქვეყანაში. ეს მოგვცემს საშუალებას მომავალ წელს სრულად პროპორციული არჩევნები ჩავნიშნოთ და ქვეყანა გადავიყვანოთ ევროპული ტიპის მართვაზე, სადაც მოიხსნება შიში, მოიშლება ეს ვერტიკალი და ადამიანები მაშინვე მიხვდებიან, ბიზნესი, კერძო სტრუქტურა, რომ ვინმესთან კი არ უნდა დაალაგოს და ჩააწყოს, არამედ სასამართლო უნდა ქონდეს ძლიერი და სამართლიანი! პროკურატურა უნდა ქონდეს დამოუკიდებელი, იმიტომ რომ კოალიციურ მთავრობაში ვერ ჩააწყობ, ვერ დაალაგებ, თვალს ვერ ჩაუპაჭუნებ და ტენდერს ვერ მოიგებ, რომელიც არ გეკუთვნის. ეს იქნება გარდამტეხი მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა დაიწყებს ძალიან სწრაფ მოძრაობას და იმ ჭაობიდან ამოსვლას, რომელშიც დღეს არის.

ჩვენ ვართ ის ადამიანები ვინც იცის, თქვენთან ერთად, როგორ გამოიყვანოს ეს ქვეყანა ასეთი Მძიმე მდგომარეობიდან. თქვენს ხელშია თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ხვალინდელი დღე და ამის ფორმულა არის მხოლოდ ერთი - არჩევნებზე გამოსვლა და ამ არჩევნების დამაჯერებლად გამარჯვება.დამაჯერებელი მოგება კი იქნება ჩვენი ქვეყნის გადატვირთვის დაწყება!" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო