გიორგი გახარია - არასდროს დამიკავშირებია რიგგარეშე არჩევნების გარდაუვალობა მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან - რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იმიტომ, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, ლეგიტიმაცია

არასდროს მითქვამს და არ დამიკავშირებია, რიგგარეშე არჩევნების გარდაუვალობა მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან, პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ მუნიციპალური არჩევნების შედეგებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არ ჩატარებასთან საერთოდ არანაირი ლოგიკური კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევებს გიორგი გახარიამ „გაურკვეველი არითმეტიკა“ უწოდა.

მისი თქმით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე ჩატარდება. როგორც მთავრობის ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დღეს ამომრჩევლის ნდობა აქვს დაკარგული.

„ჩვენც ვატარებთ გამოკითხვებს, რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს ჩვენი შიდაპარტიული კვლევა და მე როგორ ვიკადრებ, რომ გამოვიტანო და დავდო. ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო დოკუმენტი. „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს მისი გაურკვეველი არითმეტიკა მოახვიოს თავს მაყურებელს.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ამომრჩეველი. არცერთხელ, არასდროს მითქვამს და არ დამიკავშირებია, რიგგარეშე არჩევნების გარდაუვალობა მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან, პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ მუნიციპალური არჩევნების შედეგებს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არ ჩატარებასთან საერთოდ არანაირი ლოგიკური კავშირი არ აქვს. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, ლეგიტიმაცია. სამართლებრივი და საარჩევნო ლეგიტიმაცია კი არა, ნდობა მოქალაქეების, რომ ღირსეულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებს, პანდემია იქნება ეს, ეკონომიკა თუ სხვა რეგიონალური გამოწვევები, ვერ უპასუხებენ, მარტივი მიზეზის გამო, ნდობა აქვთ დაკარგული. დღევანდელი მთავრობა, ჩემდა სამწუხაროდ, ვერცერთ დარგში ნორმალურ სტრუქტურულ რეფორმას ვერ ჩაატარებს, ან ამ რეფორმის ფასი იქნება ნული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა