ერთიანი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია თბილისში გრძელდება

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი კრწანისის მოსახლეობას შეხვდნენ და ოპოზიციის საერთო კანდიდატი, "დროას" წევრი - თამაზ ახობაძე წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობა დასასრულს უახლოვდება.

„პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი. გამარჯვებას ყველაზე დიდი გემო, ოპოზიციიდან აქვს. მაშინ, როდესაც, მილიარდერ ადამიანს ებრძვი, რომელმაც წყობილება რეჟიმად აქცია და აქვს უპირატესობა ფინანსური თვალსაზრისით. თითქოს, ეს უპირატესობა არის, მაგრამ სინამდვილეში, ეს მოჩვენებითი უპირატესობაა. მთავარი რამ არ აქვს მას - ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ცვლილებების მოლოდინშია. ეს ცვლილებები თავისით არ მოვა, ამას სჭირდება მტკიცე ნება და რწმენა - პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა.

ჩვენს თაობებს მოგვეცა უნიკალური შანსი, უდიდესი წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს მშენებლობაში. 2 ოქტომბერი არის ეს შანსი. გავა ათეული წლები და ჩვენი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ, რომ მათი ბაბუები ებრძოდნენ ოლიგარქს და მოუგეს. მას ჰქონდა მილიარდები, მაგრამ ჩვენ გვქონდა რწმენა. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი ან დასასრული. დასასრულს მიუახლოვდა რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა