კახა კალაძე სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში გლდანის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.

მისი თქმით, ვინაიდან პანდემიის გამო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველასთან შეხვედრას ვერ ახერხებს, მზადაა, მოსახლეობასთან დამატებითი კომუნიკაციისთვის სოციალური ქსელი გამოიყენოს.

ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც თბილისის მერობის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ფეისბუქის“ მეშვეობით მოქალაქე ნუგზარ ყიფშიძემ დაუსვა, ავტოფარეხების ადგილზე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ეხებოდა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მზადაა პროექტების განსახორციელებლად, თუ ადგილობრივი მოსახლეობა ამ საკითხზე თვითონ შეთანხმდება.

„ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ, გვჭირდება თქვენი დახმარება იმაში, რომ სამეზობლოს დაელაპარაკოთ. ეს ხომ ფარეხებია, რომლითაც ბევრი არც სარგებლობს, უბრალოდ დგას და ძალიან უსახურია. ასევე პრობლემას წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ კარგავს სივრცეს, სადაც შესაძლებელია სკვერების ან სპორტული მოედნების მოწყობა. ამიტომ, თქვენ თუ დაგვეხმარებით, რომ სამეზობლო შეთანხმდეს, არცერთ თეთრს არ დაგახარჯინებთ. ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენ დავხარჯავთ თანხას როგორც ამ ფარეხების დემონტაჟზე, ასევე იმ სივრცის მოწყობაზე, რომელსაც თქვენ ისურვებთ. თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რა გინდათ - სპორტული მოედანი თუ პატარა სკვერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კონსტანტინე ზარნაძის განცხადებით, უკვე მოეწყო რეკრეაციული სივრცე გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე 47 ავტოფარეხის ნაცვლად და თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, მზადაა, პირადად ჩაერთოს მსგავსი პროექტების განხორციელებაში. „გლდანის რაიონს აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და კეთილმოწყობილი რაიონი სწორედ ამ ავტოფარეხების აღების ხარჯზე. თუ იქნება მზაობა, პირადად მოვალ და ჩავერთვები, რათა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ უსახური ავტოფარეხების ყურებას სჯობს ლამაზი, მოწესრიგებული სივრცეები, ისეთი, როგორიც გამგეობამ გააკეთა მეხუთეს მიკრორაიონის მეჩვიდმეტე კორპუსთან, სადაც მოსახლეობის ჩართულობით 47 ავტოფარეხი აიღეს“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა