ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თანამშრომლებს ვაქცინაცია ახალციხის რეფერალურ კლინიკაში ჩაუტარდათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა