UNWTO-ს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ

პორტუგალიაში ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დასრულდა. ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, კონფერენციის მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების კულტურა და ღვინის ტურიზმის პოტენციალი გააცნო.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სხვადახვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ეტაპებზე და ხელშეწყობის იმ მექანიზმებზე, რომელთაც მთავრობა კერძო სექტორის მიმართ იყენებს.

„ჩვენ დავასრულეთ მონაწილეობა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რიგით მე-5 ღვინის საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, დატვირთული, საინტერესო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში გვესაუბრა საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალზე, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ შესაძლებლობა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ჩასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პირდაპირი რეისების მოლაპარაკებისთვის. საქართველოს მონაწილეობა ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებაში, ხელს უწყობს როგორც ტურიზმის პოპულარიზაციას და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, არამედ დადებითად აისახება ღვინის ინდუსტრიის განვითარებაზე ქვეყანაში და ასევე შემდგომ შესაძლო ექსპორტზე ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის განცხადებით კი კონფერენციის ფარგლებში საინტერესო და აქტიური დისკუსია გაიმართა.

„კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და აქტიური დისკუსიები ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე განხილულ იქნა პროდუქტის სწორად ფორმირების გზები, მათ შორის კომბინაცია გასტრო ტურიზმთან და როგორ უნდა მოხდეს ამ ტურისტული პროდუქტის ეფექტური პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე,“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

კონფერენციაზე განხილული იყო ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა, კოვიდ პანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა და გლობალური გამოწვევები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო