კახა კალაძე - ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მაჭავარიანს ქუჩას და მარშალ გელოვანის გამზირს ერთმანეთთან აკავშირებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ახალ გზას მეწყრული პროცესები არ შეეხოს.

როგორც კახა კალაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სამ ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„არანაირი პრობლემა იქ აღარ არის. თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის სამი კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და სამივე ამ ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ამ ახალ გზაზე იყოს გადაადგილება ყველასთვის უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მაჭავარიანს ქუჩას და მარშალ გელოვანის გამზირს აკავშირებს ერთმანეთთან“, - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს