თეა ახვლედიანი - დღეს ჩვენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ხალხის გვერდით ვდგავართ, ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან 20 წლისთავს ეხმაურება.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და მოკავშირეებთან ერთად აგრძელებს ერთიან ძალისხმევას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

„ამ წუთებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნას პატივს დუმილით მიაგებენ. ვუერთდები ამერიკელ ხალხს და სამძიმარს ვუცხადებ ტერორისტთა ამ შემზარავი შეტევის უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს.

ზუსტად ამ დროს 20 წლის წინ, ადგილობრივი დროით, 08:46 საათზე, ტერორისტების მიერ განხორციელდა პირველი იერიში ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე. ტერაქტების სერიამ, რომელმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამერიკელ ხალხთან ერთად, მთელი მსოფლიო შეძრა და ყველა მოკავშირე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ გააერთიანა.

დღეს ჩვენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის გვერდით ვდგავართ, ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და მოკავშირეებთან ერთად ვაგრძელებთ ერთიან ძალისხმევას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს