ირაკლი ლაზარაშვილი - მზად ვარ გამოწვევისთვის, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს შევქმნით

ჩვენი რეალისტური ხედვა და კარგად გაანალიზებული გეგმა მეტ განვითარებასა და პროგრესზეა ორიენტირებული. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს, გამარჯვების შემთხვევაში მზად ვარ, ახალი ენერგიით შევუდგე ახალ საქმეს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ირაკლი ლაზარაშვილმა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც უალტერნატივო პოლიტიკური ორგანიზაცია, მმართველი პარტია, გიცხადებს ნდობას და გაძლევს შესაძლებლობას, უდიდესი წარსულისა და კულტურის მქონე ქალაქსა და სოფლებს ემსახურო.

„ახალციხე ჩემი მშობლიური მხარეა, აქ დავიბადე და გავიზარდე. კარგად ვიცნობ ჩემს ქალაქს, ჩემს მუნიციპალიტეტს, აქ მცხოვრებ მშრომელ, მშვიდ, პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც მაღალი ზნეობის, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ. ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანიც კი ვერ აუვლის გვერდს იმ უდიდეს პროგრესს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს. მიუხედავად ამისა, ახალციხელები ბევრად მეტს იმსახურებთ. მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გაგრძელდეს პროგრესი და მჯერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა გალამაზებული და გამწვანებული ახალციხის, წყლით მომარაგებული და გაზიფიცირებული მუნიციპალიტეტის, ახალი სპორტული მოედნების, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობის შესახებ ვისაუბროთ. მე ამ გამოწვევისთვის მზად ვარ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთ-ერთ საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითს შევქმნით", - განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა.

მერობის კანდიდატმა ახალციხის მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. ესენი არიან: დავით სამსონიძე, გელა ჭალიძე, ამბარცუმ ბაბოიანი, მერი ხაბეიშვილი, ზურაბ ბარძიმაძე, სიმონ გელაშვილი, ვლადიმერ კუტანიძე, იოსებ კაპანაძე, არუთუნ აგადადიანი, პეტროს ვართანიანი, ზაალ ბერიძე, ილია კაპანაძე, გიორგი ინასარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა