კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარს „მიზანმიმართულ პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარს „მიზანმიმართულ პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები წარსულს ჩაბარდა.

როგორც კალაძემ ჟურნლისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანაში არეულობის მოწყობა არავის გამოუვა.

„მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც ხდებოდა დაშინება, დაკავება, დაჭერა, ოჯახების გაუბედურება, შემდეგ საპროცესოების გაფორმება და ამით ბიუჯეტის შევსება. საბედნიეროდ, ეს წლები ჩვენ ყველამ ჩავაბარეთ წარსულს. ძალიან მარტივად დასანახია ვინ ატარებს საარჩევნო კამპანიას და ვინ ემზადება სხვა რაღაცისთვის. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ბრიფინგიც იყო გაკეთებული და მინიშნებებიც. არავის არაფერი გამოუვა, რომ ქვეყანაში ეცადონ დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანას. არ გამოუვათ ეს! შესაბამისი სამსახურები ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე. არჩევნები რისთვის არის? თუ გექნება საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა, საზოგადოება განსაზღვრავს თუ როგორ უნდა იყო წარმოდგენილი ამა თუ იმ საკრებულოში ან ვინ უნდა იყოს მერობის კანდიდატები კონკრეტულ რაიონებში. ამისთვის არის არჩევნები, სხვანაირად შეუძლებელია.

ნამდვილად არ მომწონს პოლარიზება, ნამდვილად არ მომწონს როდესაც ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება. თუნდაც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასევე ტელევიზიებით იმიტომ, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა უყურებს ამ ყველაფერს და მერწმუნეთ, ძალიან მძიმედ აისახება ეს ყველაფერი ახალგაზრდებზე. თუ გვაქვს სურვილი, რომ ქვეყანა განვითარდეს და არა ისე - მე თუ არ ვიქენი ხელისუფლებაში კისერი მოუტეხავთ, თუ მართლა გვინდა ამ ქვეყნის განვითარება, წინსვლა, რაღაცაზე თუ შეთანხმება არ მოხდა და არ განისაზღვრა „წითელი ხაზები“, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ოპონენტების მიმართ, კალაძე ამბობს, რომ ეს ნორმალურია.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია, ისინი არიან პოლიტიკურ ველზე. შესაბამისად, იმის შეხსენება, რა იყო წლების წინ და რა ხდება დღეს, ნორმალურია. რაც შეეხება პირადად ჩემს საარჩევნო კამპანიას, მე ორიენტირებული ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე, თბილისზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე და მომდევნო წლების განმავლობაში როგორი წარმომიდგენია ჩემი ქალაქი, როგორი უნდა იყოს თბილისი, რა უნდა გავაკეთოთ და ა.შ.“ - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს