კახა კალაძე - ნარკოტესტის თემაზე საუბარი დავამთავრე, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიაში გვერდით არავინ დამიდგა

გულწრფელად მეგონა, რომ ყველა კანდიდატი ერთად ვაწარმოებდით კამპანიას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. თუმცა, არაუშავს, მე ამას მარტო გავაკეთებ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მოწოდება, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატებს ჩაებარებინათ ნარკოტესტი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი, არავინ გაითვალისწინა. შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს.

„მე ნარკოტესტის თემაზე საუბარი დავამთავრე, გულწრფელად მეგონა, რომ ყველა გვერდით დამიდგებოდა და ვაწარმოებდით კამპანიას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. თუმცა, არა უშავს, მე ამას მარტო გავაკეთებ. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული ჩემს გუნდთან ერთად და მომავალშიც ძალიან კარგ პროექტებს განვახორციელებთ. ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსები, რეკრეაციულ სივრცეებში ფიტნეს ზონების მოწყობა, სადაც ყველა თაობის ადამიანი სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, დაჯდება თუ არა დებატებზე თბილისის მერობის სხვა კანდიდატებთან, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის პირველივე დღიდან მზაობა გამოხატა.

„დებატებზე არანაირი პრობლემა არ არის. პირველივე დღიდან ვამბობ, რომ ამისთვის მზად ვარ და განცხადებაც ბევრჯერ გავაკეთე, რომ დებატებში დავჯდები 16-ვე კანდიდატთან“, - აღნიშნა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა