“მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა” თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა

“მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა” თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური პლატფორმის გეგმა მაღალგანვითარებული ევროპული ქალაქის არსებობას გულისხმობს, სადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი და რაც მთავარია ორიენტირებული იქნება გაზრდილ ხელფასებზე.

“მესამე ძალის” მიერ წარმოდგენილ ხედვა დაფუძნებულია დედაქალაქის განვითარების ექვს პრიორიტეტზე:

  1. თანაბრად განვითარებული ქალაქი - ყველა უბანი თბილისის სახე
  2. თბილისი - “ცოდნისა და ტექნოლოგიების ქალაქი”
  3. თბილისი - კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი
  4. თბილისი - ევროპის ტურისტული და კულტურული ცენტრი
  5. თბილისი - გლობალური საჰაერო სატრანზიტო ჰაბი
  6. ქალაქის თანამონაწილეობითი მართვა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს