ზურაბ აბაშიძე - მოსახლეობის მხარდაჭერით, ახალი ინიციატივებით  ჩვენი რაიონის განვითარების პროცესს გავაგრძელებთ

უკანასკნელ წლებში მთაწმინდაზე არაერთი წარმატებული ურბანული პროექტი განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხარდაჭერით, მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი, ახალი ინიციატივებით გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის განვითარების პროცესს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ამჯერად გალის, იაკობ ნიკოლაძის, შარაშიძის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, შიო მღვიმელისა და ანანურის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მათი ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ის ყოველდღიურად ხვდება მოსახლეობას და ისმენს მათ მოთხოვნებსა და პოზიციებს რაიონში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

„მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა მთაწმინდის განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული როგორც რაიონის ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელიპირობების გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა